logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: ღარიბაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ 120 მლნ ლარამდე ტენდერები მოიგო

16 ივლ 202113:42
3 წუთის საკითხავი
 
ფლანგვის დეტექტორი: ღარიბაშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ 120 მლნ ლარამდე ტენდერები მოიგო

არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებულ კომპანია შპს სერპანტინს 2012-21 წლებში ბიუჯეტიდან 120 მლნ ლარის შესყიდვები გაუფორმდა.

ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, კომპანიის მესაკუთრე ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის, დედაა. გარდა ამისა, მფლობელი თამარ ჯანყარაშვილი ღარიბაშვილის სიმამრის, თამაზ თამაზაშვილის ნათესავია.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, კომპანიამ 165 ტენდერში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც  74 უკონკურენტოდ მოიგო, 16-ში კი კონკურენტის დისკვალიფიკაციით.

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, კომპანია 2000 წელს დაარსდა, თუმცა ტენდერებში აქტიური მონაწილეობა 2011 წლიდან დაიწყო.


close დახურვა