logo
ENG



ფლანგვის დეტექტორი: შპს ზესტაფონპროექტმა უკონკურენტოდ გაიმარჯვა 3 ტენდერში

10 ივნ 202008:17
3 წუთის საკითხავი
 

ზესტაფონის მერიის თანამშრომლების კომპანიამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 38 130 ლარი მიიღო. კომპანია „ზესტაფონპროექტმა" სამ ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა. ჯამში კი 2011-2020 წლებში 43 ტენდერიდან 33  უკონკურენტოდ მოიგო.

ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია  „ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს. მესამე სექტორში კორუფციის აშკარა ნიშნებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ იყო შემთხვევები როცა ტენდერის პირობები „ზესტაფონპროექტის" დირექტორის შვილმაც კი შეადგინა.

"ზესტაფონის მერიის თანამშრომლების კომპანიამ, შპს ზესტაფონპროექტმა 2011-2020 წლებში ზესტაფონის მუნციიპალიტეტიდან ბიუჯეტიდან მიიღო 40 ათასამდე ლარი. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ სწორდ 40 ათას ლარამდე შესყიდვები განხორციელდა, გამოცხადდა 3 ტენდერი და სამივეში უკონურენტოდ გაიმარჯვა ამ კომპანიამ. გქვონდა შემთხვევები, როცა ტენდერი შეადგინა ამ კომპანიის უფროსის შვილმა და არის დღესაც. შესაბამისად, აქ რისკებია ტენდერი მორგებული ყოფილიყო ამ კომპანიაზე და ამიტომ უკონკურენტოდ გაიმარჯვა",-აღნიშნავს დათო მჟავანაზე.


close დახურვა