ფლორიდაში ორ ჯგუფს შორის სროლა იყო, რის შედეგადაც სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა.
დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთი თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დაუკავა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ სროლა ერთ-ერთ ხალხმრავალ ქუჩაზე მოხდა, სადაც ბევრი ღამის კლუბი და ბარია განლაგებული. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სამართალდამცველები სულ მცირე კიდევ ერთ მსროლელს ეძებენ.