ფლორიდაში თავდასხმას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 7 დაჭრილია. დაშავებულებს შორის პოლიციის ოფიცერიცაა.
დაპირისპირება ფლორიდის ერთ-ერთ ბარში შეკამათებას მოჰყვა. ცეცხლი სტუმარმა დაცვის წევრს გაუხსნა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. თავდამსხმელის ვინაობა არ ხმაურდება.