logo
ENG



ფლორიდაში უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების მოლაპარაკებები მიმდინარეობს

30 ნოე 202523:45
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/30/w7enpftt3y38pz8.png

ფლორიდაში მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინის დელეგაციასა და დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს შორის, რომლის მიზანიც რუსეთ–უკრაინის ომის დასრულების გზების პოვნაა. CNN-ის წყაროს ინფორმაციით, შეხვედრები „რთული, მაგრამ ძალიან კონსტრუქციულია“, ხოლო მხარეებმა უკვე დაიწყეს ყველაზე სენსიტიური საკითხების განხილვა.

შეხვედრაში მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თეთრი სახლის სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი. უკრაინის პირველი მოადგილე საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი კისლიცის თქმით, პროცესი „დაიწყო კარგად, თბილი ატმოსფეროთი და კონსტრუქციული ტონით“.

მოლაპარაკებების დაწყებამდე ცნობილი გახდა, რომ დარჩენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლებიც შეთანხმებას ართულებს. ამასთან, აშშ ამ კვირაში მოსკოვში ვიზიტსაც გეგმავს.

პარალელურად, კიევი აქტიურად ახორციელებს დიპლომატიურ კონსულტაციებს სხვა პარტნიორებთანაც. ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესა და ევროკავშირის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეებია, როცა ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს“.


close დახურვა