logo
ENG



ფოთის მერიაში სოციალურად დაუცველმა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

06 თებ 202016:48
3 წუთის საკითხავი
 

ფოთის მერიაში სოციალურად დაუცველმა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა. ახალგაზრდა მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა. გიორგი ანთიძე მერიაში საცხოვრებელი ფართის მოთხოვნით მივიდა.

ახლობლების ინფორმაციით ანთიძეებს საცხოვრებელი არ აქვთ და თავს ნათესავებთან აფარებენ. მათივე თქმით, უფროსი ძმა ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობით, ამჟამად ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია. ფოთის მერიაში განმარტავენ,რომ ახალგაზრდა მამაკაცს დახმარებისთვის აქამდე არ მიუმართავს.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


close დახურვა