logo
ENG



ფოთის მცხოვრებლებმა ქალაქში თევზის სუნი გააპროტესტეს

09 იან 202117:35
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/09/f5ita45locwkq7o.png

ფოთის მცხოვრებლებმა მერიასთან ქალაქში თევზის სუნი გააპროტესტეს. 

მოქალაქეების თქმით, ქალაქში თევზის მძაფრი სუნი ნოემბრიდან მარტამდე დგას, რისი მიზეზიც ქაფშიის გადამამუშავებელი ქარხნებია. 

ასეთი ქარხანა ფოთში რამდენიმეა, მათგან ერთი ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი ხახუბიას ეკუთვნის. 

აქციაზე შეკრებილების თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ხახუბია ფოთელებს ამ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა. 

დემონსტრანტები ფოთის მერთან შეხვედრასაც ითხოვდნენ, თუმცა, მათ არავინ დაელაპარაკა. 

"ვიხრჩობით ამ სუნში. ქალაქის მმართველებს ეს არ აინტერესებთ. გამოვედით ქუჩაში, იქნებ დაგველაპარაკონ, რამე გვითხრან, დაგვპირდნენ, მაგრამ ჯერჯერობით, რეაგირება ნულია, როგორც ყოველთვის". - თქვა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა. 

"ყარს მთელი ქალაქი. ცხოვრების საშუალება არ არის ამ ქალაქში. გარეთ რომ გამოდიხარ, სახლში შესვლის დროს უკვე ყარხარ. ხალხს სარეცხი ვერ გაუფენია. ერთ-ერთი ქარხნის მეპატრონე ჩვენი დეპუტატია. მგონი, მას მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება, რომ ასეთ საშინელ მდგომარეობაში არ იყოს ჩვენი ქალაქი". - თქვა ენმ-ის წევრმა. 


close დახურვა