ფოთის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის 4 დეპუტატი მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობას იწყებს.
"21-ე საუკუნეში სიცოცხლის შენარჩუნება არის სათხოვარი ამ უნიათო ხელისუფლებისთვის. უნდა დავიცვათ ჩვენი პრეზიდენტი, ყველა ძალა უნდა მოვიკრიბოთ ამისთვის. შიმშილობას ესენი არ შეწყვეტენ მანამ, სანამ მე-3 პრეზიდენტი არ იქნება გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში", - თქვა ფორმულასთან ნაციონალური მოძრაობის ფოთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დარეჯან ცხვიტარია.
სააკაშვილი 48-ე დღეა, შიმშილობს. მისი მდგომაროება დამძიმებულია. ის ამბობს, რომ თუ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ, შიმშილობას შეწყვეტს. ამაზე ხელისუფლება უარს ამბობს. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობენ ელენე ხოშტარია, გიორგი ბარამიძე, პაატა ბურჭულაძე, პარლამენტის 9 დეპუტატი და რუსთავის, ზუგდიდისა და ბათუმის საკრებულოს წევრები.