logo
ENG



ფოთის საკრებულოს ფრაქცია ქართული ოცნება სამმა წევრმა დატოვა

12 ივნ 202017:05
3 წუთის საკითხავი
 

ფოთის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ სამმა წევრმა დატოვა. გადაწყვეტილების მიზეზი გუნდში არსებული უთანხმოება და დაპირისპირება გახდა.

„ქართული ოცნებიდან“ წასული საკრებულოს დეპუტატები  პოლიტიკურ პარტია „ფესვებს“ შეუერთდნენ.

როგორც „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თორნიკე შონია აცხადებს, რომ წასულ დეპუტატებს პარტიის წევრებთან რიგ საკითხებში უთანხმოება ჰქონდათ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაგვეტოვებინა „ქართული ოცნება“. უკვე უთანხმოება გვქონდა ერთმანეთში, ვერ ვუგებდით რიგ საკითხებში და დავტოვეთ „ქართული ოცნება“. შევუერთდით პოლიტიკურ პარტია „ქართულ ფესვებს“, რომელიც ახალი ძალაა საქართველოსთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოს კეთილდღეობისთვის. ფრაქცია „ქართული ფესვები“ ჩამოვაყალიბეთ, რომლის თავმჯდომარე გახლავართ მე. მოადგილეა ბატონი ზურაბ ჩაჩუა“, - განაცხადა შონიამ.

როგორც ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ ბექა ვაჭრაძემ განაცხადა, ეს სამუშაო პროცესზე არ აისახება.

„გუნდს ეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. სამუშაო პროცესზე არ აისახება. დღევანდელი სხდომაც ჩვეულ რეჟიმში ჩატარდა. ყველას აზრს პატივს ვცემ“, - განაცხადა ვაჭრაძემ.


close დახურვა