logo
ENG



ფოთის ჰოსპიტალში საეჭვო სიმპტომების მქონე 3 პაციენტი მოათავსეს

28 მაი 202008:40
3 წუთის საკითხავი
 

ვახტან ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 32 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან 2-ის ჯანმრთლობის მდგომარეობა, საყურადღებოა.

კლინიკაში ასევე მკურნალობს 11 არასრულწლოვანი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ფოთის ჰოსპიტლის ცხელების კლინიკაში კი, საეჭვო სიმპტომების მქონე სამი პაციენტი მოათავსეს. მათ შორის, შვიდი თვის ბავშვი და 14 წლის მოზარდი. ერთ პაციენტს გვიან ღამით ჩაუტარდა ტესტირება, პასუხები კი, დღეს გახდება ცნობილი. ასევე დღეს გაიტესტება დანარჩენი ორი პაციენტი. ყველა მათგანის მდგომარეობა ამ მომენტისთვის დამაკმაყოფილებელია.

ფოთის ლაბორატორიაში კვლევისათვის 243 მძღოლის ნიმუში გაიგზავნა. სატვირთო ავტომობილების 189 მძღოლს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, 54 ანალიზის პასუხი კი, დღეს გახდება ცნობილი. 


close დახურვა