logo
ENG



ფოთისა და ხობის ეპარქიაში ტაძრებს დეზინფექცია ჩაუტარდება, ზიარების წესი კი უცვლელი დარჩება

17 მარ 202009:00
3 წუთის საკითხავი
 

ფოთისა და ხობის ეპარქიაში ტაძრებს დეზინფექცია ჩაუტარდება, ზიარების წესი კი უცვლელი დარჩება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სასულიერო პირებმა სპეციალურ შეხვედრაზე მიიღეს, რომელსაც ფოთის ეპიდემიოლოგიც  ესწრებოდა.

კრებაზე გადაწყდა, რომ, მორწმუნეები ერთი კოვზით ეზიარებიან , ე.წ. სიტკბოების მიღება კი სურვილისამებრ მოხდება. პარალელურად შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები, ეპარქიის ყველა მოქმედ ეკლესიას, დეზინფექციას ჩაუტარებენ.


close დახურვა