ფოთის საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგია აღავლინა. წირვას მრევლი ეზოში ესწრებოდა სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე, სადაც დაცული იყო დისტანცია.
მეუფე გრიგოლმა წირვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. მისი თქმით, სააღდგომო ლიტურგია ჩატარდება, მრევლს კი კანონის დაცვისკენ მოუწოდა.
"გადაწყვეტილება არსბეობს და ოდითგანვე მოდის. ტარდებოდა სულ ღამით და თუ რაიმე ახალი იქნა შემოღებული, ამასაც გავიგებთ ალბათ. კომენდანტის საათს ემთხვევა და ალბათ მოგვიწევს წირვა მრევლის გარეშე. არავის ვურჩევ დაარღვიოს კანონი, რადგან მძიმე ჯარიმების გადახდა უწევთ", - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.