ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს.
უწყების ცნობით, თვითიმხილველმა განაცხადა, რომ დაინახა, როგორ გაუჩინარდა კაცი მდინარეში, რის შემდეგაც მისი ძებნა დაიწყეს.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო 3 მყვინთავი, 1 ნავი, 2 სკუტერი, 2 კატერი, აქედან ერთი აღჭურვილი წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" და სამაშველო ჯგუფი დრონით.