ფოთში, მდინარე რიონში ახალგაზრდა ქალს ამ დრომდე ეძებენ. იგი გუშინ გვიან ღამით სავარაუდოდ, ხიდიდან მდინარეში გადახტა.
როგორც "ფორმულას" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, საძიებო სამუშაოებში ჩართულია 14 მეხანძრე-მაშველი, მათ შორის 2 მყვინთავი. ასევე, ორი ნავი და ერთი ექოლოტი, რომელიც ახდენს ფსკერის სკანირებას.