logo
ENG



ფოთში, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ჩვილის დედა დააკავეს

15 თებ 202212:54
3 წუთის საკითხავი
 

ფოთში, საკანალიზაციო მილში ნაპოვნი ჩვილის დედა დააკავეს.

როგორც ახლობლები ფორმულასთან საუბრისას ყვებიან, ქალი პოლიციის განყოფილებაში წუხელ, გვიან ღამით გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულმა აღიარებითი ჩვენება მისცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ქალის დაკავებას არ ადასტურებენ, თუმცა ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებები მიმდინარეობს.

გუშინ, 14 თებერვალს, ფოთში, ცხოვრებელი კორპუსის საკანალიზაციო მილში გარდაცვლილი ჩვილის ცხედარი იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ქალმა სახლში იმშობიარა და ბავშვი მილში დატოვა. 


close დახურვა