logo
ENG



ფოთში ავარიის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორსული

14 მაი 202009:31
3 წუთის საკითხავი
 

ფოთში, აღამაშენებლის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ორსულია.

თვითმხილველთა ინფორმაციით, ტოიოტას მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საფეხმავლო ბილიკზე ავარდა, ჯერ ქვეითად მოსიარულე ქალსა და მამაკაცს დაეჯახა, შემდეგ კი შენობას.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სენაკის კლინიკა "სენამედში" გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.


close დახურვა