logo
ENG



ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 69 წლის ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი

10 ივნ 202008:25
3 წუთის საკითხავი
 

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქი ავტომოვილი ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა, რომელიც ზებრაზე გადადიოდა. 69 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაცტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას  გულისხმობს , რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაში განაცხადებს, ქალს აღენიშნებოდა ტკივილებს წელისა და ხერხემლის არეში. ზოგადი მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისაა და სიცოცოხლისთვის საშიში დაზიანებები არ აღენიშნება.


close დახურვა