ფოთში, ახალგაზრდა კაცს ეძებენ.
30 წლის კაცი სახლიდან დაახლოებით ერთი კვირის წინ გავიდა და ოჯახს მას შემდეგ მასზე არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ახლობლების თქმით, დაკარგულის კუთვნილი ავტომობილი ქალაქის გასასვლელში, მდინარე რიონთან არსებულ ხიდთან იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ სამძებრო სამუშაოები მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს. შსს-ს საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აქვს დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.