ფოთში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრის პარალელურად მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან აქცია მიმდინარეობდა.
საინიციატივო ჯგუფის წევრებმა და მოქალაქეთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად შეხვედრა დატოვეს. როგორც თავად ამბობენ, ისინი ხელისუფლების შეთავაზებას, რომ მუშა ჯგუფი შეიქმნას, მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან , თუ ოთხივე თევზის გადამამუშავებელი ქარხანა პრობლემის მოგვარებამდე მუშაობას შეაჩერებს.