logo
ENG



ფოთში კაცი მოკლეს

02 ივლ 202023:57
3 წუთის საკითხავი
 

ფოთში 43 წლის კაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მას ჭრილობები სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

„112-ის ბრიგადის მიერ შემოყვანილი იყო 43 წლის მამაკაცი. აღენიშნებოდა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმული დაზიანებები, შემავალი ჭრილობები ბარძაყისა და წინა მხრის არეში. მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებებისა, სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა“, - განუცხადა „ფორმულას“ ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


close დახურვა