logo
ENG



ფოთში კოვიდ 19-ით ინფიცირებული ექიმის მეუღლესა და შვილს ვირუსი არ დაუდასტურდათ

15 აპრ 202017:44
3 წუთის საკითხავი
 

ფოთში კოვიდ 19-ით ინფიცირებული ექიმის მეუღლესა და შვილს კორონა ვირუსი არ დაუდასტურდათ. ექიმს, რომელიც ქობულეთის კლასტერს განეკუთვნება ვირუსი გუშინ დაუდასტურდა. ის ქობულეთის საავადმყოფოში მუშაობს და ვირუსი თანამშრომლისგან გადაედო. ინფიცირებულის შვილი სამართალდამცავია და ფოთში მაღალ თანამდებობაზე მუშაობს.

ის ამ დროისთვის კარანტინშია გადაყვანილი. ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის კონტაქტების დაზუსტებაზე ამ დრომდე მუშაოებენ. მის მეზობლებს კი ტემპერატურას უმოწმებენ.  ეს კოვიდ 19 - ის პირველი დადასტურებული შემთხვევაა ფოთში.

ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსის ნანა მხეიძის ინფორმაციით, ინფიცირებულის კონტაქტები კარანტინში გადაიყვანეს.

„ახლახანს მივიღეთ ინფორმაცია, რომ დაინფიცირებულების კონტაქტებს არ აღმოაჩნდათ კორონავირუსი. მაინც მიმდინარეობს მოკვლევა დაინფიცირებულების ირგვლივ. თითონ კონტაქტირებულები გადაყვანილები არიან კარანტინში და დავაკვირდებით 14 დღის განმავლობაში“, - განაცხადა მხეიძემ.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4990 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 462. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 69-ს შეადგენს. ვირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა. 


close დახურვა