ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. ახალგაზრდები სასწრაფოს მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.