შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფოთში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა 2021 წლის 4 თებერვალს ფოთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, წარსულში არსებული დაპირისპირების გამო, 1978 წელს დაბადებული გ.ა. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ შ.პ. მომხდარიდან მალევე, ფოთში დააკავა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
დანაშაული 7 დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.