ფოთის ჰოსპიტალში, ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზის პასუხს ელოდებიან. პაციენტი ოკუპირებული აფხაზეთიდანაა. ის ფოთის ცხელების ცენტრში გუშინ ვირუსის სიმპტომებით შეიყვანეს.
ცნობილია, რომ პაციენტი 61 წლის ქალია. მანამდე ის განმუხურის საკარანტინო ზონაში იყო მოთავსებული. ფოთის ცხელების ცენტრში კი ამის შემდეგ გადაიყვანეს.
კლინიკის ექიმის თქმით, პაციენტი მოთავსებულია ბოქსირებულ განყოფილებაში და მიმდინარეობს გამოკვლევა, მისი ტესტირების საკითხი კი დღეს გადაწყდება.
რაც შეეხება ქალაქში არსებულ ზოგად მონაცემებს, ამჟამად 14 ადამიანია თვითიზოლაციაში, ხოლო კარანტინში 5 მოქალაქეა.