logo
ENG



ფონ დერ ლაიენი: მხარს ვუჭერ კონსენსუსის წესის გაუქმებას ზოგიერთ საკითხში

10 მაი 202214:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/10/0oa6ivzyuowjyl7.jpg

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ მხარს უჭერს ევროკავშირის რეფორმას ზოგიერთ სფეროში კონსენსუსის წესის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ევროკავშირის კრიტიკოსები ამბობენ, რომ 27-ვე წევრ სახელმწიფოსთან შეთანხმების მიღწევის მოთხოვნა ანელებს გადაწყვეტილების მიღებას, განსაკუთრებით უკრაინის ომთან დაკავშირებით. ამჟამად აქტურად განიხილება სანქციების მეექვსე პაკეტი, რომელიც რუსული ნავთობის ემბარგოს მოიცავს, თუმცა ზოგიერთი ქვეყანა, მათ შორის უნგრეთი, აღნიშნულ სანქციას მხარს არ უჭერს.

ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას, ევროპის მომავლის შესახებ კონფერენციის დახურვის ცერემონიაზე თქვა, რომ ის მხარს უჭერს ევროკავშირის ხელშეკრულებების რეფორმას "თუ ეს საჭირო იქნება".

მისი თქმით, ევროპამ უნდა ითამაშოს მეტი როლი ჯანდაცვისა და თავდაცვაში და გააუმჯობესოს დემოკრატიის მუშაობის გზა.

"მე ყოველთვის ვიქნები მათ გვერდით, ვისაც სურს ევროკავშირის რეფორმირება, რათა მან უკეთესად იმუშაოს". - თქვა ფონ დერ ლაიენმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა​ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შესთავაზა განიხილონ ხელშეკრულებების რეფორმირება ივნისის საბჭოს სამიტზე.

მისი თქმით, ევროპამ აჩვენა თავისი ეფექტურობა პანდემიისა და უკრაინის ომის დროს და ახალი გამოწვევაა ევროპა "იყოს ისეთივე ეფექტური მშვიდობის დროს და კრიზისის გარეშე".

"ეფექტურობა ნიშნავს, რომ ჩვენ სწრაფად უნდა გადავწყვიტოთ ერთიანი გზით, დიდი ინვესტიცია ჩავდოთ სწორ საქმეებში. ეს არის ევროპელობა. ამისთან ერთად ჩვენ ასევე გვიწევს ჩვენი ტექსტების რეფორმირება". - განაცხადა მაკრონმა.

ფონ დერ ლაიენმა თქვა, რომ თანახამაა, რომ ზოგიერთ საკითხთან მიმართებით შეიცვალოს ევროკაშირის წესი ერთსულავან შეთანხმებაზე.

"მე ყოველთვის ვამტკიცებდი, რომ ზოგიერთ ძირითად სფეროებში კონსენსუსის წესს უბრალოდ აზრი აღარ აქვს, თუ ჩვენ გვსურს უფრო სწრაფად ვიმოქმედოთ". - თქვა კომისიის პრეზიდენტმა.

ჯერჯერობით ყველა ქვეყანა არ შეთანხმებულა ევროკავშირის ხელშეკრულებების შეცვლაზე.

არაოფიციალურ წერილში ბულგარეთის, ხორვატიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიტვის, მალტას, პოლონეთის, რუმინეთის, სლოვენიის და შვედეთის სახელმწიფოები წერენ, რომ არ გამორიცხავენ რაიმე ვარიანტებს, თუმცა "დაუფიქრებელ და ნაჩქარევ" ცვლილებებს არ უჭერენ მხარს.

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე მუშაობს, რომელიც ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსული ნავთობის ემბარგოსაც გულისხმობს. თუმცა უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ ამ სახით პაკეტს მხარს არ დაუჭერდა. 

რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ბლოკის ქვეყნებს შორის ერთიანობის შესანარჩუნებლად, უნგრეთსა და სლოვაკეთს, რომელიც რუსულ ენერგორესურსებზეა დამოკიდებული,  "გამონაკლისს ან ხანგრძლივ გარდამავალ პერიოდს" შესთავაზებენ. 

10 მაისს კი ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ უნგრეთთან გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს. 


close დახურვა