logo
ENG



ფონდი ქართუ ორ, 65-სართულიან ცათამბჯენს აშენებს

19 იან 202320:05
3 წუთის საკითხავი
 

ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი პროექტი თბილისში, რომელიც საზოგადოების წაუმახვეს რეაქციას იწვევს. დაჭაობებულ ლაგუნას, რომელიც თავის მხრივ ოლიგარქის დამოკიდებულების სახედ იქცა, ივანიშვილი შემდგომში მერიას გადასცემს. სანაცვლოდ კი ფონდი ქართუ ორ, 65-სართულიან ცათამბჯენს აშენებს. ეს იქნება თბილისში ყველაზე მაღალი ნაგებობა, ანძის შემდეგ. კომპლექსი, სანქციებთან ახლოს მყოფი ივანიშვილის ქართუს მილიონებს მოუტანს. პროექტისთვის ქალაქის ცენტრში შეცვლიან სარეკრეაციო ზონის სტატუსს, განაშენიანების გეგმას, გაზრდიან "კა" 2-ს,  მშენებლობას რომ წინააღმდეგობა არ შეექმნება, ეს კალაძის კომენტარიდან გამოჩნდა. სატრანსპორტო კოლაფსი, იერსახის რღვევა, კორუფციული რისკები - ეს პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც პოლიტიკოსები და მკვლევრები ახსენებენ. ცალკე საკითხია ფონდი ქართუ, რომლის ფინანსები, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, საიდუმლოა.


close დახურვა