ფონდმა „მოძრაობა მომავლისთვის" საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ოკუპირებული გალის რაიონის, სოფელ საბერიოს საავადმყოფოს სამედიცინო ინვენტარი გადასცა.
ფონდს მნიშვნელოვანი თანხა მამუკა ხაზარაძემ და მისმა ოჯახმა შესწირეს.
„მოძრაობა მომავლისთვის" იუწყება, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კორონა ვირუსის დასამარცხებლად რესურსი არ არსებობს. იქ არ აქვთ პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები, ხელთათმანები და სხვა აღჭურვილობა.