logo
ENG



ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს

29 მარ 202308:42
3 წუთის საკითხავი
 

ფონიჭალაში, სკვერში ორ ბავშვს მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ, საღამოს საათებში მოხდა.

მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სკვერში შევარდა. დაშავებული ბავშვები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმის თქმით, მოზარდებს კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდათ, ორივე მათგანს ქალა-ტვინის ტრავმები აღენიშნება და შემდგომი დაკვირვების მიზნით სტაციონარში რჩებიან.

"კლინიკაში მოყვანილია ორი პაციენტი ფონიჭალიდან, გოგონა 13 წლის და ბიჭი 12 წლის. გოგონას მიღებული აქვს ქალა-ტვინის ტრავმა და აღენიშნება დიდი ზომის ჭრილობა, თავის ტვინის შერყევა, ხოლო ბიჭის, ანალოგიურად ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, სისხლდენა მარცხენა ყურიდან და მარცხენა ზედა კიდურის რბილი ქსოვილების დიდი ნაფლეთოვანი ჭრილობა"- აცხადებს ექიმი.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.


close დახურვა