Facebook-ზე არასრულწლოვნების ნიშნობის ფოტო გავრცელდა. სოციალური ქსელის მომხმარებელი გუნელ მოვლუდი წერს, რომ ფაქტი ფონიჭალაში მოხდა. მისივე თქმით, გოგონა 11 წლის არის, ხოლო ბიჭი 15-ის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით დაიწყეს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.
შსს-ს ცნობით, ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.