logo
ENG



ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს

10 დეკ 202312:17
3 წუთის საკითხავი
 

ფონიჭალაში არასრულწლოვანი გოგო გაიტაცეს, შემთხვევა გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე რამდენიმე პირმა საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან გაიტაცა - ოჯახის წევრები ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

შსს ამ დრომდე ეძებს გამტაცებელსა და გატაცებულ 16 წლის მოზარდს. როგორც უწყებაში ფორმულას განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა