logo
ENG



ფონიჭალაში პოლიციელს სცემეს, დაკავებულია სამი ადამიანი

18 იან 202218:33
3 წუთის საკითხავი
clock 1315
ფონიჭალაში პოლიციელს სცემეს, დაკავებულია სამი ადამიანი

ფონიჭალაში პოლიციელს სცემეს. აღნიშნულ საქმეზე 3 პირია დაკავებული.

ფორმულას ინფორმაციით, პოლიციელი სამოქალაქო ფორმით ერთ-ერთი მაღაზიის რიგში იდგა, რა დროსაც სამი მოქალაქე შევიდა და ურიგოდ გასვლა სცადა. პოლიციელმა მათ შენიშვნა მისცა, რის გამოც ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.


close დახურვა