ჟურნალმა "ფორბსმა" ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა. ყოველწლიური რეიტინგის სათავეში ცნობილი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მოხვდა. მან გასული 12 თვის განმავლობაში 106 მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.
მანამდე ეს ადგილი ფეხბურთელ ლიონელ მესის ეკავა, თუმცა არგენტინელი სიის სათავეს კოვიდ-19-ის პანდემიის გამო გამოეთიშა. ხუთეულში ასევე მოხვდნენ კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი და ლებრონ ჯეიმსი.
ქალებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი იაპონელი ჩოგბურთელი ნაომი ოსაკა გახდა, რომელმაც შემოსავლით სერენა უილიამსს გაუსწრო.