ჟურნალმა "ფორბსმა" მაღალ ანაზღაურებადი ცნობილი ადამიანების სია გამოაქვეყნა. პირველ ადგილზე რეალითი შოუების ვარსკვლავი კაილი ჯენერია. მისი ქონება ერთ წელიწადში 590 მილიონი დოლარით გაიზარდა. ფორბსის შეფასებით, ის მილიარდერი აღარ არის, მაგრამ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავის სტატუსს ინარჩუნებს.
კაილი ჯენერის შემდეგ სიაში მეორე ადგილზე რეპერი კაინი ვესტია. მისმა შემოსავალმა ბოლო 12 თვეში 170 მილიონი დოლარი შეადგინა. მესამე პოზიცია დაიკავა ელტონ ჯონმა, რომელმაც ბოლო საკონცერტო ტურნედან 81 მილიონი დოლარი მიიღო. სიის ათეულში ასევე მოხვდნენ როჯერ ფედერერი, კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი და ლიონელ მესი.