logo
ENG



ფორმულა: ვის დაასახელებს ენმ რეგიონებში მერობის კანდიდატებად

15 აგვ 202112:16
3 წუთის საკითხავი
 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას რეგიონების ქალაქების და მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებია. 

თუმცა, ფორმულასთვის ცნობილი ხდება, რომელ ქალაქში ვის დასახელებას გეგმავს პარტია. 

ჩვენი ინფორმაციით, ენმ ბათუმის მერობის კანდიდატად გიორგი კირთაძის წარდგენას აპირებს. 

ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იქნება. 

ფოთში ორ კანდიდატზე მსჯელობენ - ბექა ბასილაიასა და თინა ბოკუჩავაზე. 

გორის კანდიდატი ვასილ მახარაშვილი იქნება. 

თელავის - გიორგი ბოტკოველი.

ენმ 25 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებს ოფიციალურად დღეს, 15 აგვისტოს, 21:00 საათზე დაასახელებს. 

თბილისის მერობის საერთო კანდიდატად ენმ-მ და ოპოზიციური პარტიების დიდმა ნაწილმა ნიკა მელია დაასახელეს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად - ელენე ხოშტარია. 


close დახურვა