logo
ENG



ფორმულა: საქართველო-EU-ის წლიური დიალოგის შეხვედრა ადამიანის უფლებების საკითხზე გაუქმდა

18 ნოე 202515:10
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, ევროკავშირ-საქართველოს ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა ადამიანის უფლებების საკითხზე გაუქმდა. შეხვედრა ბრიუსელში 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო.

ჯერჯერობით უცნობია, რატომ გაუქმდა ეს შეხვედრა. ფორმულა ცდილობს საკითხზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას და მიღებისთანავე, მასალა განახლდება.

ამ შეხვედრაზე ევროკავშირის პოზიცია სპეციალურ წარმომადგენელს ადამიანის უფლებათა საკითხებში კაისა ოლონგრენს უნდა წარმოედგინა, რომელმაც 13 ოქტომბერს ფორმულასთან ინტერვიუში ადამიანის უფლებებთან მიმართებით ქართული ოცნების პოლიტიკა გააკრიტიკა. 

აღსანიშნავია, რომ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ყოველწლიური დიალოგის ბოლო შეხვედრა 2023 წლით თარიღდება. ის რიგით მე-16 იყო. 2024 წელს კი მსგავსი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ვებ-გვერდზე არ იძებნება. 


close დახურვა