logo
ENG



ფორმულამ გაარკვია, ვინ იქნებიან თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ოპიზიციური კოალიციიდან

16 აგვ 202120:20
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/16/wvpyry7zmg9w7qh.png

ფორმულასთვის ცნობილი გახდა, როგორ გაანაწილა ოპოზიციური პარტიების კოალიაციამ თბილისის 10 მაჟორიტარული ოლქი. 

გადანაწილება კი ასეთია: საკუთარ კანდიდატებს ზურა ჯაფარიძის გირჩი - მეტი თავისუფლება - მთაწმინდის, საბურთალოს, ნაძალადევისა და დიდუბის ოლქებში დააყენებს. ევროპულ საქართველოს კანდიდატები ეყოლება - ისნის, სამგორის და ჩუღურეთის რაიონებში. ელენე ხოშტარიას პარტია დროას მაჟორიტარობის კანდიდატები კი გამარჯვებისთვის ვაკის, კრწანისის და გლდანის რაიონებში იბრძოლებენ. 

ოპოზიციის ეს ნაწილი კანდიდატების პრეზენტაციას ხვალ გამართავს, თუმცა მანამდე ფორმულასთვის ცნობილი ხდება მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობა. ფორმულას ინფორმაციით, თამაზ ახობაძე, რომელიც თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრობის დროს მისი პირადი გადაწყვეტილებით სამსახურიდან გაათავისუფლეს, კრწანისის რაიონში გამარჯვებისთვის იბრძოლებს. ასევე არ არის გამორიცხული, რომ ამერიკის შეერთებულო შტატებში საქართევლოს ყოფილი ელჩი ბათუ ქუთელაი ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი იყოს. 

ასევე ცნობილია ხდება, რომ ევროპული საქართველო ისნის რაიონში ბესიკ დონაძეს წარადგენს, ჩუღურეთში გიორგი ნონიაშვილს, ხოლო სამგორის ოლქში პარტიიდან დათო ჟღენტი იბრძოლებს. 

თბილისი მერობის საკუთარ კანდიდატურაზე ჯერ კიდევ ფიქრობს ლელო და სტრატეგია აღმაშენებელი

რაც შეეხება რეგიონებს - თელავში, რუსთავში, ბათუმში, ჭიათურაში, ლანჩხუთში დასახელებულებულ კანდიდატებს მხარს რამდენიმე პარტია ერთდროულად უჭერს, მათ შორის ლელო და სტრატეგია აღმაშენებელიც.

გარდა ამისა, ფორმულამ გაარკვია, რომ რამდენიმე რეგიონში გამარჯვებისთვის იბრძოლებს რამდენიმე დამოუკიდებელი კანდიდატი. მათ შორისაა ნაციონალური მოძრაობის მიერ დასახელებული დმანისის მოქმედი მერი. ნაციონალური მოძრაობის შემდეგ, რეგიონებში მერობის კანდიდატები ევროპულმა საქართველომაც წარადგინა. 12 კანდიდატიდან ორი  - საერთო ოპოზიციური მხარდაჭერით სარგებლობს. თავის მხრივ, ევროპული საქართველოს მხარდაჭერა ექნება ნაციონალირი მოძრაობის ზოგ კანდიდატსაც. 


close დახურვა