logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, გახარიას პარტიის პრეზენტაცია 29 მაისს გაიმართება

25 მაი 202117:02
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია 29 მაისს, შაბათს 18 საათზე გაიმართება. იგი განიხილავდა, პრეზენტაცია დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გამართულიყო, თუმცა ეს გეგმა შეიცვალა. 

პარალელურად, ქართულ ოცნებას ტოვებენ და გახარიასთან მიდიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, ან ყოფილი პრემიერისადმი სიმპათიის გამო მათ ათავისუფლებენ. მათ შორის იქნება ბათუმის საკრებულოს წევრი, დიმიტრი ჭეიშვილი. ამის შესახებ მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. 

"დევნა გამოუცხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც 2012 წელს წვლილი შეიტანეს სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ქართული ოცნების ჩამოყალიბებაში, არის მინიმუმ უსამართლობა. რასაკვირველია, მიზეზი ბევრია, კარგად გვესმის, რომ აქ სრულად ჩამოთვლა შეუძლებელია... ამიტომ, მოკლედ გეტყვით ჩემს გადაწყვეტილებას. ვტოვებ ქართულ ოცნებას და პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებ ბატონ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად", - წერს ის. 

გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტის დატოვებიდან მალევე პოლიტიკაში დაბრუნება დააანონსა. ამ განცხადების შემდეგ ქართული ოცნებიდან რამდენიმე ადამიანი მის გუნდში გადავიდა, მათ შორის არის პარლამენტის 6 დეპუტატი.

გახარია პრემიერის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად ნიკა მელიას დაკავების შესახებ ქართული ოცნების გუნდში აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

 


close დახურვა