logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, გიორგი გახარია კელი დეგნანს შეხვდა

16 აპრ 202120:39
3 წუთის საკითხავი
clock 1938
2021/04/16/aq8vfs1wupd5ku8.jpg

ფორმულას ინფორმაციით, ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.

შეხვედრა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შედგა, თუმცა მედიისთვის უცნობია, რის შესახებ იყო საუბარი.

გიორგი გახარიას გუნდმა ქართული ოცნების პარტია და საპარლამენტო ფრაქცია 14 აპრილს დატოვა. ექვსმა დეპუტატმა პარლამენტში ოპოზიციის სავარძლები დაიკავა.

ყოფილი პრემიერი თანამდებობიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა. გახარიას განცხადებით, მიზეზი ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო.


close დახურვა