logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე, სავარაუდოდ, გიორგი ვაშაძესთან გაერთიანდება

27 აგვ 202120:06
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულას ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე, სავარაუდოდ, გიორგი ვაშაძესთან გაერთიანდება

ფორმულას ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერთან ერთიანდება. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე გიორგი ვაშაძის მესამე ძალას უერთდება.

როგორც გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, აღნიშნული ტრანსფერი, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია.

მბაპეს და რონალდოს ტრანსფერივით - ძალიან ახლოს ვარ.

როცა მთავარი მიზანი და ინსტრუმენტები შეთანხმებულია, დეტალებში შეიძლება უზარმაზარი განსხვავება იყოს", - ამბობს ვაშაძე ფორმულასთან საუბრისას.

ასევე ფორმულამ  გაარკვია, რომ მესამე ძალაში პარტია სტრატეგია აღმაშენებლთან ერთად  იქნებიან რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები და პარტია რეფორმერი. თვითმმართველობის არჩევნებზე სიის სათავეშიც სწორედ  რეფორმერის დამფუძნებელი ბიზნესმენი თორნიკე ჯანაშვილი მოექცევა. პლატფორმას ეყოლება მერობის კანდიდატიც. 

„30-ს დაელოდეთ, 30-ში გვექნება ყველაფერი, როგორ წარვდგებით. მესამე ძალა პლატფორმაა. მერობის კანდიდატიც გვეყოლება", - ამბობს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე.

ვის წარადგენენ პლატფორმის მერობის კანდიდატად - ვაშაძე არ აკონკრეტებს. ფორმულამ გაარკვია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა  ვანო მაჭავარიანთან და ხათუნა ლაგაზიძესთან. მოლაპარაკება არ შედგა. ფორმულას ინფორმაციით ამ დროისთვის მერობის კანდიდატად განიხილება პარტიიდან სერგო ჩიხლაძე და თავისუფალი დემოკრატებიდან თამარ კეკენაძე. 


close დახურვა