ფორმულას ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში შეჭრილი თავდამსხმელები ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვენ.
ფორმულას ბანკში მყოფი ერთ-ერთი მძევალი დაუკავშირდა, რომელმაც თქვა, რომ ოთახში დაახლოებით 20 მძევალია. მისივე ცნობით, სულ სამი თავდამსხმელია.
ფორმულას ინფორმაციით, თავდამსხმელებს სამხედრო ფორმა აცვიათ და მათ, სავარაუდოდ, რამდენჯერმე გაისროლეს. სავარაუდოდ, ერთი პირი მსუბუქად დაჭრილია.