logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, ლევან იზორიას წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული

24 იან 202012:20
3 წუთის საკითხავი
 

უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ლევან იზორია თავისი ძმის სკანდალს ჯერ არ გამოხმაურებია. „ფორმულას“ ინფორმაციით, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, უკვე რამდენიმე კვირაა, საქართველოში არ იმყოფება. 

„ფორმულას“ ინფორმაციით, ლევან იზორია გერმანიაში იმყოფება და ის სამშობლოში ვერ ბრუნდება, რადგან მის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული - საქმე ფინანსურ დანაშაულს ეხება.

მმართველი გუნდის წევრებმა საკუთარი თანაგუნდელის ადგილსამყოფელი არ იციან, იზორიას ძმაზე გავრცელებულ ვიდეოზე კი ოპოზიციას აკისრებენ პასუხისმგებლობას. როგორც ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განუცხადა, ლევან იზორია თავისი ადგილსამყოფელის შესახებ პარლამენტის წევრს ანგარიშს არ აბარებს.

„ლევან იზორია მე ანგარიშს ვერ ჩამაბარებს, სად არის. უწყებრივად ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობის ის ინსტიტუციური ფორმა, რომ ლევან იზორიამ პარლამენტის წევრს ანგარიში ჩააბაროს, სად არის. პოლიციელი თურმე ახლა იცავს პოლიციელის ღირსებას, ცოტა არ იყოს, ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგი უნდა იყოს. ხუთი წლის შემდეგ ასაჯაროებენ ფაქტს. თუ გამოძიების დაჩქარება გინდა, ეს მყისიერად უნდა გააკეთო“, - აცხადებს ოხანაშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე აცხადებს, რომ იზორია ხშირად ხდება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დარტყმის ობიექტი.

„მე შემიძლია იმ კადრებზე გიპასუხოთ, რაც გავრცელდა. აქ არის საქმე მარტივად, ამ საქმეზე გამოძიებაა დაწყებული. მიკვირს, სად იყო ეს ადამიანი ამ ხნის განმავლობაში. მეორე საკითხი, ბატონი იზორია ძალიან ხშირად ხდება ნაციონალური მოძრაობის დარტყმის ობიექტი. ამას თავის ობიექტური მიზეზი აქვს“, - განაცხადა კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ამავე კადრებიდან ირკვევა ის გარემოებაც, რომ კიტა იზორიას მოგვიანებით "ჩარევის" შედეგად ათავისუფლებენ.


close დახურვა