logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში 28 აპრილს ჩამოვა

16 აპრ 202112:10
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, ლიეტუვის საგარეო საქმე მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი 28 აპრილს ჩამოვა. მისი ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ოპოზიციასთან იქნება. 

გაბრიელიუს ლანდსბერგი შეხვედრებს, მათ შორის, ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებაც გამართავს. 

საგარეო მინისტრმა ლანდსმერგისმა საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისრებისგან შემდგარი მისიის ჩამოსვლა პირველად 5 მარტს დაანონსა. ლანდსბერგისმა მაშინ თქვა, რომ აქტიურად განიხილებოდა კრიზისის განმუხტვის და ევროკავშირის მედიაციის მხარდაჭერის მიზნით, დამატებითი ვიზიტი. 

ამ დროისთვის უცნობია, თან ახლდება თუ არა ლანდსბერგისს საგარეო მინისტრებისგან შემდგარი სპეციალური მისია, თუმცა მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვის საგარეო მინისტრის ვიზიტს ბალტიის ზღვის სხვა ქვეყნების მინისტრებიც შეუერთდებიან. 


close დახურვა