ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნება 28 ოქტომბერს კონტრაქციას გამართავს. ექსკლუზიურად გადაღებული ფოტოები ადასტურებს, რომ პარტიის ოფისში საგანგებო კონსულტაციბი უკვე შედგა.
ფორმულას ინფორმაციით, გუშინ საგანგებო კონსულტაციებში თბილისის მოქმედი მერი და მერობის კანდიდატი კახა კალაძეც მონაწილეობდა.
შეხვედრაზე პარტიის რეგიონული ორგანიზაციების წარმომადგენლები დაიბარეს - მითითებების მისაცემად. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი დავალება 28 ოქტომბერს, კონტრაქციისთვის ხალხის შეკრება იყო. საგანგებო შეხვედრები რომ შედგა, ამას ოცნებაშიც ადასტურებენ, არც აქციისთვის მზადებას უარჰყოფენ, თუმცა ჯერ დეტალებზე არ საუბრობენ.
გარდა ამისა, ოცნება უარჰყოფს, თუმცა არსებული ინფორმაციით, პოსტიდან წასასვლელად ემზადება პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. მას გამოსამშვიდობებელი სიტყვაც დაწერილი აქვს, რომელსაც სავარაუდოდ მეორე ტურის შემდეგ წაგვიკითხავს.