logo
ENG



ფორმულას ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილს ემუქრებიან, დაწყებულია გამოძიება

23 ივლ 202109:45
3 წუთის საკითხავი
 

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტ დავით ჭაბაშვილს ემუქრებიან. საქმე ეხება ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელსაც "დავით ქართველის" სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი გამოეხმაურა და ჟურნალისტს დაემუქრა.

"ჩემს სოციალურ ქსელში გავავრცელე ვიდეო, რომლითაც ჩემს მეგობარს მივმართავდი. არანაირ კავშირში არ იყო 5 ივლისთან, ან დაპირისპირებასთან. ეს იყო ერთი ჩვეულებრივი ვიდეო. გამოჩნდა ერთი ადამიანი და მან ტელეკომპანია ფორმულა, სადაც მე ვმუშაობ, მოიხსენია შეურაცხმყოფელი სიტყვებით. ასევე, შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომიხსენია მე და მითხრა, რომ 5 ივლისი მონაგონი იქნება", - ყვება ჟურნალისტი. 

ჟურნალისტმა მუქარის გამო პოლიციას უკვე მიმართა. ის არ გამორიცხავს, რომ პირი, რომელიც ემუქრება, ალტ-ინფოს და სხვა ძალადობრივი ჯგუფების მხარდამჭერია, რადგან მას საკუთარ გვერდზე ძალადობრივი მოწოდების ვიდეოები აქვს გავრცელებული. 

შინაგან საქმეთა სამნინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო. 


close დახურვა