logo
ENG



ფორმულას ჟურნალისტ ლიკა ლეჟავაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ მოკვლევა დაიწყო

08 დეკ 202109:39
3 წუთის საკითხავი
 

არჩევნების მეორე ტურზე ფორმულას ჟურნალისტ ლიკა ლეჟავაზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო. ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულას წერილობით აცნობეს.

"შსს-მ როგორც იქნა დაიწყო მოკვლევა, თუმცა გამომძიებელი ამ ეტაპზე არ დამკავშირებია. როგორც ვიცი, ჩვენს კომპანიას გამოუგზავნეს წერილი, სადაც ისინი გვაცნობებენ, რომ დაწყებულია მოკვლევა იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ზედა მესხეთში", - ამბობს ჟურნალისტი ლიკა ლეჟავა.

ფორმულას ჟურნალისტ ლიკა ლეჟავას არჩევნების მეორე ტურზე, 30 ოქტომბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მესხეთში პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს ქვა ესროლეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 


close დახურვა