logo
ENG



ფორმულას ცნობით, თელავში ცოლ-ქმრის მკვლელობის შემდეგ დამნაშავემ მოზარდი გაკოჭა და მიიმალა

11 თებ 202214:09
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულას ინფორმაციით, თელავის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმრის მკვლელობას არასრულწლოვანი თვითმხილველი ჰყავს. ადგილობრივები ყვებიან, რომ მკვლელობის შემდეგ მოზარდი დამნაშავემ სახლში გაკოჭა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

"ხელფასი აუღია იმ ბიჭს, რომელიც მოკვდა. ამან იფიქრა ფულს გამოვძალავო. პურის ჭამაზე დამსხდარან და უთქვამს ფული უნდა მომცეო. სად მაქვს ფული არაფერი არ ვიციო და გამოუტანია თოფი. ბავშვი აუყვანია მაღლა და დაუბია. [...] ისიც იქ მუშაობდა. თხები ჰყავს, ალბათ, თხებს მწყემსავდა", - უყვება ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტებს. 

თელავის მუნიციპალიტეტში, სოფელ კონდოლში შუა ხნის ცოლ-ქმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ფორმულას ინფორმაციით, შემთხვევა ერთ-ერთ ფერმაში მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო მკვლელობის მუხლით, ზუსტი კვალიფიკაცია კი მოგვიანებით დაზუსტდება. უწყების ცნობითვე, დადგენილია სავარაუდო დამნაშავის ვინაობაც. 

 

 
 

 


close დახურვა