logo
ENG



ფორმულას წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს

25 ივლ 202312:06
3 წუთის საკითხავი
 

ჟურნალისტი, ფორმულას წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

როგორც ტაბლიაშვილი ამბობს, მას რამდენიმე დღეა სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდებიან რუსულენოვანი მოქალაქეები და ემუქრებიან.

ბოლო ასეთი სატელეფონო ზარის შემდეგ, ჟურნალისტმა პოლიციას მიმართა.

გამოკითხვაზე შესვლამდე ტაბლიაშვილმა აღნიშნა, რომ ის საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლებს.

"ცხადია, თანამშრომლობისთვის მზად ვარ. გუშინ, დაახლოებით საღამოს 6 საათზე დამიკავშირდა რუსულენოვანი მოქალაქე, მაღალი ალბათობით, ეროვნებით რუსი. ჰქონდა ქართული ტელეფონის ნომერი, მას შემდეგ, რაც სცადა კომუნიკაცია და მე უარი ვუთხარი ამაზე და ვუთხარი უხეშადაც იმიტომ, რომ არ მსურდა მასთან კომუნიკაცია. ის დამემუქრა სახლთა ოპერატიული ბრიგადების მოგზავნით"- თქვა ტაბლიაშვილმა.


close დახურვა