logo
ENG



ფორმულას წყაროს ცნობით, წინასაარჩევნო ვითარებას ოცნების სასარგებლოდ შსს და სუს აკონტროლებენ

28 ოქტ 202020:28
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულამ მოიპოვა მასალა, რომლის მიხედვითაც, წინასაარჩევნო ვითარებას, ქართული ოცნების სასარგებლოდ, ძალოვნები აკონტროლებენ. 

ფორმულას წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელების უკვე მიავლინეს რეგიონებში, ქართული ოცნების ხმების მობილიზების მიზნით. 

პოლიციის მაღალჩინოსნების მიმოწერაში ნათქვამია:

"ბიჭებო, ყველამ ჩაშალეთ, გაბაზრდა, რომ თბილისში პოლიციელები დადიან, საარჩევნოდ სიებს აგროვებენ და ადგებიან ქუჩაში მორფინისტებს და ასე აგროვებენ ხმებს და ნადირობენ, რო ჩაწერონ, დაურეკონ, ვითომ მათი სიებიდან ერთ-ერთია". 

"შეეცდებიან, გადაუღონ, ასეთ ფაქტებს თუ ექნება ადგილი. ეს დავალებები აქვთ მიცემული ნაცებს და რამე პროვოკაციაში არ გაეხვნენ ბიჭები. ყველას, ვინც ამ თემაში გყავთ, დაუძახონ პოლიციის უფროსებმა და აუხსნან, ძალიან საყურადღებოაა!!! სასწრაფოდ გაეცანით და დაადასტურეთ". 

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ფორმულას კითხვებს არ უპასუხა. 

ოპოზიცია ამბობს, რომ წინასაარჩევნო პროცესებს შსს-სთან ერთად სუს-იც აკონტროლებს. "ოპერაციას" სუს-ის მაღალჩინოსანი, თამაზ ხუციშვილი მართავს.


close დახურვა