logo
ENG



ფორმულასა და ედისონ რისერჩს შორის თანამშრომლობა ოფიციალურად გაფორმდა

20 ნოე 201920:19
3 წუთის საკითხავი
 
b7d54o2ad1j0o68.jpg

გავლენიანი ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის უპრეცედენტო თანამშრომლობა ქართულ ტელეკომპანიასთან. „ფორმულა“ პირველი მედია ორგანიზაციაა, რომელიც „ედისონ რისერჩის“ საზოგადოებრივი კვლევების ჩატარებას ერთი წლით ადრე უკვეთავს. 6 გამოკითხვა წლის განმავლობაში და ეგზიტპოლი არჩევნების დღეს - ასეთი იქნება „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ პარტნიორობის შედეგი. თანამშრომლობის ფარგლებში პირველი კვლევის მონაცემებს „ფორმულას“ მაყურებელი 27 ნოემბერს იხილავს.  

25-წლიანი გამოცდილების მქონე კვლევით ორგანიზაციას საქართველოში 6 ეგზიტპოლი უკვე ჩატარებული აქვს და ყოველ ჯერზე გამოკითხვის შედეგები, მინიმალური ცდომილებით, არჩევნების საბოლოო მონაცემებს დაემთხვა. შეთანხმების დეტალები და სამომავლო გეგმები „ფორმულასა“ და „ედისონ რისერჩის“ ხელმძღვანელმა პირებმა დღეს საექსპერტო, მედია, პოლიტიკურ და დიპლომატიურ წრეებს წარუდგინეს. ასე ხდება „ფორმულა“ ის ტელეკომპანია, რომელსაც ამერიკული კვლევითი ორგანიზაცია 2020 წელს საარჩევნო ეგზიტპოლს „სიენენის“, „ფოქს ნიუსის“, „ენბისის“ და „სიბიესის“ პარალელურად მიაწოდებს. 


close დახურვა