logo
ENG



ფორმულასთან ინტერვიუს შემდეგ, მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე პროკურატურაში დაიბარეს

01 ივლ 202007:40
3 წუთის საკითხავი
 

მოჭიდავე ფირუზ წულუკიძე პროკურატურაში დაიბარეს. სავარაუდოდ, საქმე “ფორმულასთვის” მიცემულ იმ ინტერვიუს ეხება, სადაც სპორტსმენი აჭარის მთავრობის მხრიდან, უკანონო გარიგებით მის საარჩევნო პროცესში ჩართვაზე საუბრობდა.

მოჭიდავის ინფორმაციით, მას უკვე მოხდილ სასჯელზე სასამართლო 7 ივლისს ისევ ჩაუნიშნეს. წულუკიძე ამბობს, რომ  მის ოჯახის წევრებსაც ემუქრებიან.

„დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პროკურატურაში ვარ დაბარებული ტელევიზიაში ჩემს განცხადებებთან დაკავშირებით. მე სამწუხაროდ ციხეში ვიჯექი, სასჯელი მოვიხადე და ისევ იმ საქმესთან დაკავშირებით, სააპელაციოში სასამართლო მაქვს ჩანიშნული. 7 ჩამინიშნეს სასამართლო პროცესი. ადვოკატი დამიკავშირდა და ამის შესახებ გამაგებინა. არ უნდა მქონოდა წესით, უვადოდ იყო გადადებული და დაჩქარებული წესით ჩამინიშნეს. უკვე დაიწყეს ჩემზე, ჩემი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე ზეწოლა. დარწმუნებული ვარ, რომ სასიკეთო არაფერი იქნება. ჩემმა ძმამ მითხრა, რომ მასაც აქვს ბევრი სათქმელი იმ შეხვედრებთან თუ საუბრებთან დაკავშირებით, რომლებზეც სავარაუდოდ იმ სასამართლოს შემდეგ ისაუბრებს“, - განაცხადა ფირუზ წულუკიძემ.

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მისი ძმის რეზო წულუკიძისა და ელდარ ანთაძის სასამართლო პროცესიც გაიმართება. ისინი აჭარის მაღალჩინოსნებთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ დააკავეს.

შეგახსენებთ მოჭიდავეებს აჭარის პოლიციის უფროსი და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის მამა, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ, არჩევნებში ჩართულობას უკანონო გარიგებით სთავაზობდა.


close დახურვა